პროექტის მთავარი იდეა (თემა): ძველი თბილისის უკეთ აღქმა. პატრიოტული გრძნობების გაღვივება.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მთავარი მიზანია, გავაცნოთ მოსწავლეებს დედაქალაქის ისტორიულიო წარსული. უძველესი ეკლესია –მონასტრები და ციხეები. გარდა ამისა ბავშვებში აღვზარდოთ სიძველისადმი პატივისცემა და მოკრძალება. შეადარონ ერთმანეთს ძველი და ახალი თბილისი.
5. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წლის.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებს წარმოდგენა გაუღრმავდებათ თბილისის ხედებზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო კამერა, ფოტო აპარატი, წინასწარ მოძიებული ფოტოები, ნაშრომები. ბინა.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის წარმატებით განხორციელებას სჭირდება წინასწარ შედგენილი მსვლელობის გეგმა, რომელიც ასე წარმოდგება:
ა) ექსკურსიის ადგილის შერჩევა. ბ)შერჩეული ობიექტის შესახებ მასალების შეგროვება და გაცნობა.
გ) საუბარი საექსკურსიო ადგილის შესახებ.
დ)ტრანსპორტის მოძიება.
ე) კვების პრობლემის გადაჭრა.
ვ) ძველი თბილისის უბნებისა და ისტორიული ადგილების დათვალიერება.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
· ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
· ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
· აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი დაეყრდნო ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
· დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
· სხვ.);
· აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
· სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
· სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);
10. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ზინაიდა კუტალაიშვილი.
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zkutalaishviili@gmail.com